საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პაპუაშვილი 26 იანვარს ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.