საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის თასზე ოთხი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის თასზე ოთხი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

2022 წელს პარალიმპიურ სპორტში პირველი საერთაშორისო მედლები უკვე მოპოვებულია. საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ალბანეთში დასრულებულ (19-20 თებერვალი) ევროპის თასზე, წარმატებით იასპარეზა, სადაც ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ოქროს მედალი: გიორგი ხიზანიშვილი (-58 კგ). ბრინჯაო: ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), სანდრო მეგრელიშვილი (-63 კგ) და დავით მაქაძე (+80 კგ).

ალბანეთის ევროპის თასი პარალიმპიური თამაშების სარეიტინგო ტურნირია და მასში მონაწილეობას 25 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.