საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებიდან 7 მედლით ბრუნდება (ვიდეო)

კანადაში პარამოფარიკავეთა მსოფლიო თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა და შვიდი მედალი აიღო.

ირმა ხეცურიანმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში (ხმალი) ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე დისციპლინაში ვერცხლი ნინა თიბილაშვილს ერგო. რაპირით ფარიკაობაში კი ორივე ქართველმა პარამოფარიკავემ ბრინჯაოს მედალი აიღო.

გუნდურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი დაამარცხა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.