საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიო თასი ოთხი მედლით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიო თასი ოთხი მედლით დაასრულა #1TVSPORT

ტაილანდში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება პარაფარიკაობაში, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს რაპირით ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილი ​ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ხმლით ფარიკაობაში გვანცა ზადიშვილმა – ოქროს, ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.