საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

16:15, 11.10.2026

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ეროვნული ნაკრები ხმლით ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში ქართველმა სპორტსმენებმა მინიმალური სხვაობით, 29:30 წააგეს პოლონეთის ნაკრებთან და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.

ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილისგან შემდგარი სამეული ასპარეზობას რაპირით გუნდურ დისციპლინაში განაგრძობს.

მსგავსი