საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ეგვიპტის გრან პრიზე ოთხი მედალი მოიპოვა #1TVSPORT 
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ეგვიპტის გრან პრიზე ოთხი მედალი მოიპოვა #1TVSPORT 

ეგვიპტის 2022 წლის გრან პრის გათამაშებაზე, საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

გიორგი გამჯაშვილი 73კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გამჯაშვილმა ნახევარფინალში რევანში აიღო ესპანელ პარასპორტსმენთან, რომელთანაც ტოკიოს პარალიმპიადაზე დამარცხდა. ამჯერად, ქართველმა ფალავანმა ესპანელ მოწინააღმდეგეს სძლია და უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

ბაჩუკი შელია 73კგ. წონით კატეგორიაში გამოვიდა, ეგვიპტელ და ესპანელ ფალავნებს მოუგო ბრძოლა და წრიული სისტემით პირველად, გრან პრის გათამაშებაზე ქართული ფინალი გაიმართა. ბაჩუკი შელია გიორგი გამჯაშვილთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი აიღო.

გიორგი ბერიძემ 90კგ. წონით კატეგორიაში, წრიული სისტემით იასპარეზა. ეგვიპტელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფრანგ და ბრიტანელ პარა ძიუდოისტებთან, ორივე ბრძოლა დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, დღეს აღნიშნულ ტურნირზე, ნუკრი მიღრიჯანაშვილმა 60 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.