საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებისთვის ტაშკენტის 2019 წლის გრან-პრი წარმატებული აღმოჩნდა
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებისთვის ტაშკენტის 2019 წლის გრან-პრი წარმატებული აღმოჩნდა

ქართველი პარაძიუდოისტები მაღალი სინჯის მედლებით ბრუნდებიან საქართველოში.

ლაშა ყიზილაშვილმა 90კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე ჩემპიონი გახდა.

ამავე ტურნირზე გიორგი ქალდანმა 66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ტაშკენტის გრან-პრიზე, რომელიც უძლიერესი ტურნირია, სრული შემადგენლობით არ იყო წარმოდგენილი, გუნდისთვის დანაკლისი იყო ტიტულოვანი პარაძიუდოისტების – ზვიად გოგოჭურის, გიორგი გამჯაშვილის და რევაზ ჩიკოიძის გარეშე ასპარეზობა, ახალგაზრდა პარასპორტსმენებმა, მათ შორის დებიუტანტმა – ლაშა ყიზილაშვილმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა.