საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა. ქართველი პარაძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრებაში პირველად გახდნენ კონტინენტის პირველობის ჩემპიონები.
ჯამში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თბილისის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალია – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს.
პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.