საქართველოს ორი ბრინჯაოს შანსი აქვს
საქართველოს ორი ბრინჯაოს შანსი აქვს

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე, -60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორი ქართველი, ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვინიამი, ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ ბრძოლებს გამართავენ.

ჩხვიმიანმა ამერიკელ ადონის დიასს მოუგო და ბრინჯაოს ფინალში რუს რობერტ მშვიდობაძეს შეხვდება, ხოლო პაპინაშვილი, რომელმაც მონღოლი განბატ ბოლბაატარი დაამარცხა, ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება.

თუ პაპინაშვილმა და ჩხვიმიანმა ეს ბრძოლები მოიგეს, საქართველო დღეს ორი ბრინჯაოს მოიპოვებს.

შეხვედრები 20:00 საათზე დაიწყება.