საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები წითელუბნის საჯარო სკოლას ესტუმრნენ (ვიდეო)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრები ესტუმრნენ.

წითელუბანს ეწვივნენ ოლიმპიური თამაშების,  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

სახელოვან სპორტსმენებს წითელუბნის საჯარო სკოლაში უმასპინძლეს სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.

სტუმრებმა მოსწავლეებთან სპორტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სკოლას საჩუქრად გადასცეს სპორტული ინვენტარი, ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა და სუვენირები.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი ხელმძღვანელობს.