საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი ნავთობპროდუქტებს საექსპორტო ტარიფების გარეშე განათავსებს
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი ნავთობპროდუქტებს საექსპორტო ტარიფების გარეშე განათავსებს

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთი ნავთობპროდუქტებს საექსპორტო ტარიფების გარეშე განათავსებს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა შეხვედრები მოსკოვში გამართეს.

შეხვედრებზე შესაბამისი პროტოკოლებიც გაფორმდა. ახალი წესები 2019 წლიდან ამოქმედდება.

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან პროდუქციით ვაჭრობის ხელშეკრულება 2012 წლის 28 მაისს გააფორმა.