საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები მინსკის ევროპულ თამაშებზე სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი
საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები მინსკის ევროპულ თამაშებზე სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები მინსკის ევროპულ თამაშებზე სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ტურნირისთვის ზაზა ნადირაძე, ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ემზადებიან. გუნდი შეკრებას ბაზალეთის ტბაზე გადის.

ყველაზე ტიტულოვანი ნაკრებში ზაზა ნადირაძეა. ის ევროპის ჩემპიონია, მოპოვებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, მოგებული აქვს უნივერსიადა და მსოფლიო თასების მრავალგზის გამარჯვებულია. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნადირაძე მეხუთე ადგილზე გავიდა.

ბადრი ყაველაშვილი მსოფლიო პირველობის ფინალისტია. ასევე, ის არაერთხელ გასულა ასაკობრივი ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე, მოგებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის ამიერკავკასიის ჩემპიონატები. ყაველაშვილი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

მარიამ ქერდიკაშვილი ქალთა მსოფლიო თასის მეორე ადგილის მფლობელია, ასევე ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობის ვიცე ჩემპიონია, მოპოვებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ადგილი, არაერთხელ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი.

ოსანი