საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა - ლიეტუვასთან შეხვედრაში გუნდს თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა - ლიეტუვასთან შეხვედრაში გუნდს თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ტორონტო „რეპტორსის“ წევრი სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, – ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გუნდს 10 აგვისტოს გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვასთან კაპიტანი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. „ბარსელონას“ მოთამაშე პირადი მიზეზის გამო ესპანეთში გაემგაზავრა და გუნდს მოგვიანებით ჩეხეთში შეუერთდება.

მამუკელაშვილი ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 9 აგვისტოს ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიეტუვას ამხანაგურ შეხვედრაში 10 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.