საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ვერცერთი ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო | ჭიდაობა
საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ვერცერთი ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო | ჭიდაობა

ბულგარეთის დედაქალაქმა ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლა – საგზურებს მხოლოდ ფინალისტები ღებულობდნენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა – ოთარ გოგავა (57 კგ.), ბექა ლომთაძე (65 კგ.) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება ვერ შეძლეს და ტოკიოშო ჩვენი ნაკრები მხოლოდ 74, 97, 125 კგ. წონით კატეგორიებში იასპარეზებს.

ასევე წარუმატებელი გამოდგა სოფიაში გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრისთვის. დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) და ბაკურ გოგოლმაც (77 კგ) ვერ შეძლეს ლიცენზიის აღება და ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრები ოთხ წონაში – 67, 87, 97 და 130კგ-ში შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

დატოვე კომენტარი