საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა სოფიაში ივარჯიშა #1TVSPORT

სექტემბრის მესამე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში უკვე ორი დღეა იმყოფება. ქართველმა ფეხბურთელებმა დრეს ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს.

ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე „ჯვაროსნების“ ვარჯიშში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული „ჰატაისპორის“ ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია)

ნახევარმცველები: ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია. ჯაბა ჯიღაური (ყველა – დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)