საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდება, ფრის შემთხვევაში კი, წილისყრა ერთ წონით კატეგორიას გამოავლენს, სადაც გადამწყვეტი ასპარეზობა გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ავსტრიასთან ჩაატარა და დამაჯერებელი ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი შეხვედრები მოიგეს – ლუკა მაისურაძემ, სოფიო სომხიშვილმა, საბა ინანეიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა. ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ძლიერ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირს პირველივე წრეში დაემშვიდობა მასპინძელი რუსეთის ნაკრები, რომელიც თურქეთთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრები

კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელსაც რუსეთში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს იმ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა.