საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდება, ფრის შემთხვევაში კი, წილისყრა ერთ წონით კატეგორიას გამოავლენს, სადაც გადამწყვეტი ასპარეზობა გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალური შეხვედრა საფრანგეთის ძლიერ ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე თურქეთის ან საბერძნეთის ეროვნული გუნდი იქნება. ევროპის ჩემპიონატზე ფრანგებთან საკუთარი შეხვედრები მოიგეს – ბექა ღვინიაშვილმა, საბა ინანეიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ფრიდონ გიგანმა. აღსანიშნავია, რომ ტურნირს პირველივე წრეში დაემშვიდობა მასპინძელი რუსეთის ნაკრები, რომელიც თურქეთთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრები

კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელსაც რუსეთში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს იმ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა.

დატოვე კომენტარი