საქართველოს ნაკრებმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ნაკრებმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ შეჯიბრზე დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი და ლევან ქელეხსაშვილი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედალი ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ +90კგ წონით კატეგორიაში დათმო, სადაც მამუკა კორძაია მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ხუციშვილმა (80კგ) ტურნირზე ბერძენი კოულოუჩიდისი, სერბი ნიკოლიჩი და სლოვენიელი ტრბულინი 3-0 დაამარცხა.

ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) ოქროს მედლისათვის შეხვედრაში უკრაინელ რადულოვს 4-2 სძლია, მანამდე კი სერბ დუკანოვიჩს, უკრაინელ იეშენკოსა და ამერიკელ პეტერსს ერთნაირი ანგარიშით 3-0 მოუგო.

90 კგ წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილი მსოფლიო სერიის ყველა ტურნირის გამარჯვებულია. მსოფლიო სერიების ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა, ის პლაჟის ჭიდაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედაც დაასახელა.

საქართველოს პლაჟის ჭიდაობის ნაკრებმა ზაგრებამდე რიოში ჩატარებულ მსოფლიო სერიის ეტაპზე ოთხიდან ოთხი ოქრო მოიპოვა.