საქართველოს ნაკრებმა პულაში ივარჯიშა, კანკავა კი გუნდს ხორვატიასთან მატჩში ვერ დაეხმარება
საქართველოს ნაკრებმა პულაში ივარჯიშა, კანკავა კი გუნდს ხორვატიასთან მატჩში ვერ დაეხმარება

19 ნოემბერს, 2019 წლის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პულაში ხორვატიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მატჩამდე, ვლადიმირ ვაისის გუნდმა პულას საფეხბურთო კლუბ „ისტრას“ სტადიონზე ივარჯიშა.

საწვრთნელი პროცესი კვლავ ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა და 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, გუნდს ჯაბა კანკავა გამოაკლდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხორვატიაში ვარჯიშის დროს დაშავდა, ფეხის ტრავმა მიიღო და ამ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

ხორვატიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.