საქართველოს ნაკრებმა მზადება ფოთში დაიწყო - ყველაზე გვიან გუნდს ყაზაიშვილი შეუერთდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა მზადება ფოთში დაიწყო - ყველაზე გვიან გუნდს ყაზაიშვილი შეუერთდება #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრიბა და გუნდმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთელებმა დღეს ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნული ნაკრების ლეგიონერები (გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე) საქართველოს ნაკრებს 31 აგვისტოს შეუერთდებიან. ყველაზე გვიან ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდება – სამხრეთ კორეული „ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრებმა ფოთში დღეს ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური, ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი),

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

საქართველოს ნაკრები მომდევნო ვარჯიშს კვლავ ფოთში გამართავს, ხოლო საქართველო-კოსოვოს მატჩის მასპინძელ ბათუმის ახალ სტადიონზე 1 სექტემბერს გენერალურ რეპეტიცია შედგება.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი

ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები

2 სექტემბერი, ბათუმი

საქართველო – კოსოვო 20:00

5 სექტემბერი, ბადახოსი

ესპანეთი – საქართველო 22:45

 

ამხანაგური მატჩი

8 სექტემბერი, სოფია

ბულგარეთი – საქართველო 20:30