საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო - „ჯვაროსნებს“ „საბურთალოს“ მცველი შეუერთდა
საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო - „ჯვაროსნებს“ „საბურთალოს“ მცველი შეუერთდა
გერმანიის ქალაქ ბადვურისოფენში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შეიკრიბა და წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
 
ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარია-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქის, სენტ-გალენის მახლობლად მდებარე ბადვურისოფენში სამი დღე დარჩება. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა – მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ჯერ მხოლოდ 13 ფეხბურთელია.
საკლუბო მატჩების გამო ლეგიონერების ნაწილი სავარჯიშო პროცესს 12 ნოემბრიდან დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ გასულ კვირას დასახელებულ სამატჩო შემადგენლობას ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა – შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებს ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე გამოტოვებენ.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იძულებითი ცვლილებების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თბილისის „საბურთალოს“ მცველი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საწვრთნელი შეკრების პირველ ვარჯიშზე:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)