საქართველოს ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 36 მედლით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 36 მედლით დაასრულა #1TVSPORT

ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში კუნგფუს მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 54 ქვეყნის 1586 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ქართველი სპორტსმენები ტურნირზე სხვადასხვა სინჯის 36 მედალს დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ცხრა ვერცხლისა და 25 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდურ გამოსვლაში ჩვენმა გუნდმა ასევე სპეციალური პრიგიზი მიიღო. ტურნირზე ოქროსმედალოსნები მათე კორთხონჯია და მაკა გაბესკირია გახდნენ.