საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ პირველი თამაში ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“, პირველი შეხვედრა სერბეთის გუნდთან გამართა და 25:35 დამარცხდა.
ორივე გუნდში გამორჩეული გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა.
რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნაში საქართელოს ნაკრებმა მეტოქეს პირველი ტაიმში თანაბარი ბრძოლა გაუმართა და მე-20 წუთზე დაწინაურებაც მოახერხა – 9:8.
პირველი ტაიმის ბოლო წუთები საქართველოს ნაკრებმა ჩააგდო და პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა 11:16 დათმეს. შესვენების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, სერბებმა მეორე ტაიმიც ხუთი ბურთით მოიგეს და საბოლოოდ 35:25 გაიმარჯვეს.
მომდევნი შეხვედრას ქართველი ხელბურთელები 4 იანვარს, 16:30 საათზე თურქეთს წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე – გიორგი ცხოვრებაძე (11 გოლი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (4), გიორგი დიხამინჯია (4), გიორგი ლაპიაშვილი (2), მირიან გავაშელიშვილი (2), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიორგი გრიშიკაშვილი (1), გიგა მელიავა, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით ჩირიკაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური, გიორგი არეშიძე.