ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც შესაბამისად აისახა საქართველოს ნაკრების ორი მარცხი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.
ვლადიმირ ვაისის გუნდი 0:2 და 0:1 დამარცხდა შვეიცარიისა და ირლანდიის ნაკრებებთან. ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა სამი პოზიცია დაკარგა და ახლა, 94-ე ადგილზეა.
რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქ ორი ცვლილებაა: ინგლისმა და ურუგვაიმ აიწიეს ერთი საფეხურით. მათ დააქვეითეს, შესაბამისად, ხორვატია და პორტუგალია.
1(1). ბელგია – 1737
2(2). საფრანგეთი – 1734
3(3). ბრაზილია – 1676
4(5). ინგლისი – 1647
5(4). ხორვატია – 1621
6(7). ურუგვაი – 1613
7(6). პორტუგალია – 1607
8(8). შვეიცარია – 1604
9(9). ესპანეთი – 1601
10(10). დანია – 1586