საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩეხეთთან ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩეხეთთან ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოახლოებული ევრობასკეტის წინ ბოლო ამხანაგური შეხვედრა სტუმრად ჩეხეთთან ჩაატარა და 87:100 დამარცხდა.

მატჩში საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებოდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც გამოვლენილი არითმიის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს ესპანეთში გადის და გუნდს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება. ასევე არ ითამაშა გოგა ბითაძემ, სამწვრთნელო შტაბმა მას დასვენების საშუალება მისცა.

შეხვედრის პირველ მეოთხედში ქართველი კალათბურთელები მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ, ხოლო ჩეხეთმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 27:15 მოიგო.

მეორე ტაიმში ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ტემპს მოუმატა, თუმცა მოწინააღმდეგეს ვერ მიუახლოვდა – მესამე მეოთხედი ფრედ, 26:26 დასრულდა, ხოლო ბოლო მეოთხედი – 19:19. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის ნაკრებმა მატჩში 15 სამქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო „ტორონტო რეპტორსის“ ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იყო – მან 22 ქულა ჩააგდო, 14 ქულა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, 13 – გიორგი შერმადინს, ასევე 13 – დუდა სანაძეს, ხოლო 8 – რატი ანდრონიკაშვილს.

შედეგად, ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვსივე ამხანაგური მატჩი დათმეს. ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან ჩაატარებს.