საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე გუნდურში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე გუნდურში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-1 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის დასრულებულ პირველობაზე ერთეულებში ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთ ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებულები ილია სულამანიძე (100კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა მოიპოვა.