საქართველოს ნაკრებმა 2018 წელს 89-ე ადგილზე დაასრულა - ტოპ-გუნდი ბელგიაა | FIFA-ს რეიტინგი
საქართველოს ნაკრებმა 2018 წელს 89-ე ადგილზე დაასრულა - ტოპ-გუნდი ბელგიაა | FIFA-ს რეიტინგი

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით, პოზიცია არ შეუცვლია საქართველოს ნაკრებს – ვლადიმირ ვაისის გუნდი 1269 ქულით 89-ე ადგილზეა.

ასევე არაფერი შეცვლილა პირველ ათეულში, რომელიც ასე გამოიყურება –

1. ბელგია – 1727
2. საფრანგეთი – 1726
3. ბრაზილია – 1676
4. ხორვატია – 1634
5. ინგლისი – 1631
6. პორტუგალია – 1614
7. ურუგვაი – 1609
8. შვეიცარია – 1599
9. ესპანეთი – 1591
10. დანია – 1589