საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასა“ და საქართველოს ნაკრების ლეგენდების მატჩი მიმდინარეობს. პირველი ტაიმის შემდეგ ფრეა – 1:1.
მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა შემტევებს წარმატებით თამაში გაუჭირდათ, ხოლო მეკარეები და მცველები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, განსაკუთრებით აქტიური იყო „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული რონალდინიო, რომელმაც „დინამო არენაზე“ შეკრებილ მაყურებლებს რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შესთავაზა.

25-ე წუთზე საქართველოს ლეგენდების ნაკრებმა აქტიურად შეუტია. ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ თავით „ბარსელონას“ კარში გოლი გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა და GEO11 დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე შეხვედრაში წონასწორობა არგენტინელმა ხავიერ სავიოლამ აღადგინა.