საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი „ანდერლეხტის“ წინაააღმდეგ - კრიზისის ფონზე ეს არალოგიკური ნაბიჯებია
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი „ანდერლეხტის“ წინაააღმდეგ - კრიზისის ფონზე ეს არალოგიკური ნაბიჯებია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა იოჰან ბოსკამპმა თავის ყოფილ კლუბში, „ანდერლეხტში“ არსებულ ფინანსურ კრიზისზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მენეჯმენტის მიერ დასახელებული პრობლემების არ სჯერა.

„ცნობილია, რომ „ანდერლეხტში“ ძალიან არასასურველი ფინანსური მდგომარეობაა და გუნდს დიდი სესხი აქვს დასაფარი. გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივრებმა ფულის შეგროვებაც დაიწყეს. მაგრამ „ანდერლეხტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი კლუბის ფინანსების შესახებ უამრავ კითხვას სვამს,“ – წერს გამოცემა voetbalprimeur-ი და საფეხბურთო სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.

„მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გუნდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი კარელ ვან ეტველტი თავიდან ამბობდა, რომ ევროპული შემოსავლები სამ სეზონად განაწილებულიყო. მან ევროპული კლუბებისგან „მაქსიმალური სოლიდარობა“ მოითხოვა. არ მესმის, რომ მან ეს რატომ თქვა. „ანდერლეხტის“ ფინანსური პრობლემები კორონაკრიზისამდეც ცნობილი იყო. ამ დროს გულშემატკივარმა წამოიწყო აქცია „ანდერლეხტის“ დასახმარებლად და ცდილობს ფულის შეგროვებას. ეს კეთილშობილი ნაბიჯია, მაგრამ კრიზისის ფონზე არალოგიკური და გაუგებარია ნაბიჯებია – კლუბს თუ შემოსავალი აქვს, მისი სამ წელიწადზე გადანაწილება რატომ სურს? სხვა თუ არაფერია, ყველამ ვიცით, რომ „ანდერლეხტს“ მილიარდერი მეპატრონე ჰყავს და რომელ კრიზისზეა ლაპარაკი,” – აცხადებს იოჰან ბოსკამპი.