საქართველოს ნაკრების წევრებმა მომავალი მატჩების შესახებ ისაუბრეს [ვიდეო]
საქართველოს ნაკრების წევრებმა მომავალი მატჩების შესახებ ისაუბრეს [ვიდეო]

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო ორ მატჩს გამართავს. 21 თებერვალს თბილისის დროით 22:30 ილიას ზუროსის გუნდი გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. 24 თებერვალს კი თბილისში 19:00 ესტონეთს უმასპინძლებს. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრები უკვე მეორე დღეა კუნძლ კრეტაზე იმყოფება და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. დღევანდელ ვარჯიშზე, კალათბურთელებმა მომავალ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრეს:

გიორგი შერმადინი – „ბიჭებმა ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი თამაში. ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ და ვემზადებით ამ მატჩისთვის. გავნიხილავთ კომბინაციებს და მაქიმალურად მობილიზებულები ვართ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.“

მერაბ ბოქოლიშილი – „გვაქვს დანაკლისი, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ მეტოქის დამარცხება ნებისმიერი შემადგენლობით შეგვიძლია. ვიცით საბერძნეთი საკუთარ კედლებში როგორი ძლიერია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს თამაში მოვიგოთ.“

თად მაკფადენი – „ მიუხედავად ხანგრძლივი ფრენისა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. საბერძნეთში ამერიკიდან მომიწია ჩამოსვლა. ვიმგზავრე იმიტომ, რომ ვითამაშო კალათბურთი. ეს არის ის რაც ძალიან მიყვარს. ასევე მინდა წარმოვადგინო საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებისგან არა ერთი თბილი გზავნილი მივიღე და ჩემთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი რამ არის.“