საქართველოს ნაკრების ვეტერანებმა „გრასრუტის კვირეულზე“ ითამაშეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ვეტერანებმა „გრასრუტის კვირეულზე“ ითამაშეს #1TVSPORT

უეფა-ს „გრასრუტის კვირეულის“ ფარგლებში მოყვარულთა ლიგის შეხვედრა გაიმართა, „გრასრუტისა“ და „შტურმის“ მატჩი სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღანელმა, ჯუნეიტ ჩაქირმა იმსაჯა.

„გრასრუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა და სფფ-ის თანამშრომლებმაც ითამაშეს – ზურაბ ხიზანიშვილმა, გიორგი ნავალოვსკიმ, სანდრო კობახიძემ, ალექსანდრე იაშვილმა…

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღონისძიებებებს მართავს უეფა-ს ყოველწლიური მასობრივი კვირეულის ფარგლებში. რამდენიმე დღის წინ კი, სფფ-ის ინიციატივით, უეფა-სთან ერთად პროექტი „ფეხბურთი სკოლებში” ჩატარდა, რომელშიც კიდევ ერთი სკოლა ჩაერთო.

იმერეთის რეგიონის სოფელ ქვემო სიმონეთის პირველ საჯარო სკოლაში პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები უფასოდ შეძლებენ რეგულარულად ვარჯიშს. ვარჯიშებს სფფ-ის მიერ გადამზადებული კვალიფიციური მწვრთნელები ჩაატარებენ.