საქართველოს ნაკრების შემტევი პაულინიოს შემცვლელად - შენგელიას „ბოავიშტა“ იწვევს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების შემტევი პაულინიოს შემცვლელად - შენგელიას „ბოავიშტა“ იწვევს #1TVSPORT

ლევან შენგელია პორტუგალიაში გადადის და „ბოავიშტასთან” კონტრაქტს გააფორმებს – ინფრომაციას პორტუგალიური გამოცემა „რეკორდი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველი შემტევი გუნდიდან წასულ 24 წლის პაულინიოს შეცვლის („ბარსელონას“ პაულინიო არაა). „რეკორდის“ ინფორმაციით, ლევან შენგელია კლუბში მალე ჩაირიცხება.

„პაულინიოს შემცვლელი „ბოავიშტამ“ უკვე იპოვა – ბრაზილიელი საუდის არაბეთის „ალ-შაბაბში“ გაემგზავრა. მისი შემცვლელი არის ლევან შენგელია, საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ადრე თურქეთის „კონიასპორში“ თამაშობდა. ის პორტუგალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩამოვიდა, კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს“, – ამტკიცებს პორტუგალიური გამოცემა.

ბოავიშტა“ 1903 წელს დაარსდა. კლუბმა ქვეყნის უმაღლეს ლიგაში 50 სეზონი გაატარა – 1969/70 სეზონიდან 2007/08 წლებამდე 39 წელი ზედიზედ თამაშობდა. 2008 წელს, საფეხბურთო კორუფციის გამოძიების შემდეგ, მეორე ლიგაში დააქვეითეს. 2014 წლის აპრილში, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, „ბოავიშტას“ პროფესიონალური კლუბის სტატუსი დაუბრუნდა. გუნდი ამჟამად პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში თამაშობს, სადაც ბოლო სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა.