საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე გასვლის შანსი იზრდება - ინგლისმა ქუთაისში პორტუგალია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე გასვლის შანსი იზრდება - ინგლისმა ქუთაისში პორტუგალია დაამარცხა #1TVSPORT

ევრო 2023-ზე დასრულდა მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა. ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ინგლისის ნაკრებმა პორტუგალია ენტონი გორდონის გოლით დაამარცხა – 1:0.

მატჩი დრამატული გამოვიდა. პირველი ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და გორდონმა ანგარიში 34-ე წუთზე მორგან გიბს-უაითის პასის შემდეგ გახსნა. მეორე ნახევარში პორტუგალია ძალიან გააქტიურდა და მეტოქის კართან არაერთი რეალური მომენტი შექმნა, თუმცა უშედეგოდ.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები ბათუმში ისრაელს შეხვდება, რომელმაც ტურნირიდან საქართველოს ნაკრები გამოთიშა.

ინგლისის გამარჯვება ზრდის საქართველოს შანსს, ითამაშოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის. თუ დღეს ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი უკრაინას დაამარცხებს, 7 ივლისს ბუქარესტში ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის რამაზ სვანაძის გუნდი უკრაინას შეხვდება.