საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, ბულგარეთის სენსაცია ფლორენციაში #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, ბულგარეთის სენსაცია ფლორენციაში #1TVSPORT

ევროპის ახალმა ჩემპიონმა იტალიამ პირველი მატჩი ითამაშა მას შემდეგ, რაც „უემბლიზე“ ტიტული 50 დღის წინ მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო C ჯგუფში იტალიამ ფლორენციაში გამართულ შეხვედრაში ბულგარეთს უმასპინძლა და მხოლოდ ქულას (1:1) დასჯერდა.

ფედერიკო კიეზამ მასპინძლები მე-16 წუთზე დააწინაურა, ათანას ილიევმა კი მე-40 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. იტალიელების მცდელობების მიუხედავად, „სკუადრა აძურამ“ დაწინაურება ვეღარ მოახერხა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 1:1.

იტალიამ ზედიზედ მე-35 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა და გაიმეორა მსოფლიო რეკორდი, რომელიც დაამყარეს ბრაზილიამ (1993-1995 წლამდე) და ესპანეთმა (2006-2009 წლამდე). მაგრამ ევროპის ჩემპიონისგან მხოლოდ სამი ქულის მოპოვებას ელოდნენ და არა – ფრეს.

იტალიას აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეკორდსმენი ყველაზე მეტი წაუგებელი თამაშების რაოდენობით – ევროპის ჩემპიონი კვირას ბაზელში შვეიცარიას ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს სოფიაში სწორედ ბულგარეთს ესტუმრება.