საქართველოს ნაკრების მეტოქის თავდამსხმელი დააკავეს - ბელარუს ფეხბურთელს აქციაში მონაწილეობა არ აპატიეს
საქართველოს ნაკრების მეტოქის თავდამსხმელი დააკავეს - ბელარუს ფეხბურთელს აქციაში მონაწილეობა არ აპატიეს

ერთა თასის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქის – ბელარუსის ეროვნული გუნდისა და ბორისოვოს „ბატეს“ ფორვარდს, ანტონ სოროკას, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს, სასამართლომ თავისუფლება შვიდი დღით აღუკვეთა – ინფორმაციას „პრესბოლი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოროკა 11 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. 28 წლის თავადმსხმელმა ბელარუსის ეროვნული ნაკრებში ჩატარებულ 15 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

ადრე ცნობილი იყო, რომ სპორტსმენებიდან „დინამო-მოლოდეჩნოს“ ჰოკეისტი ილია ლიტვინოვი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. „პრესბოლი“ იუწყება, რომ მოთამაშეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მოლოდეჩნოში საპროტესტო აქციების დროს სცემეს.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 9 აგვისტოს დაიწყო, რომელიც სახელმწიფოს ამჟამინდელმა მეთაურმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიგო – ცეესკოს ცნობით, მან ხმების 80,08% მიიღო. კვირა დღიდან არასანქცირებული აქციები გაგრძელდა, მაგრამ ძალოვანებმა პროტესტი ძალის გამოყენებით ჩაახშვეს. აქციის დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.