საქართველოს ნაკრების მეტოქეს არ ინდობენ - ბელარუსის ნაკრები წლის მთავარი სტაგნაციაა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს არ ინდობენ - ბელარუსის ნაკრები წლის მთავარი სტაგნაციაა
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე, ბელარუსის ეროვნული ნაკრები ამ ქვეყანაში ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოლაი ხოდასევიჩმა განიხილა და მიხეილ მარხელის გაწვრთნილი გუნდი ასე შეაფასა – „2019 წლის სტაგნაცია“.
 
„ბელარუსის ეროვნული გუნდი წლის მთავარი სტაგნაციაა. რა უფერული, გაურკვეველი წელი იყო ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. რა უნდა გავიხსენოთ? გასვლაზე ესტონეთის ნაკრებთან გამარჯვება? მახსოვს ახალი მწვრთნელის ემოციები ესტონელებთან მოგების შემდეგ. მიხეილ მარხელს, თავის თანაშემწეებთან ერთად, ცხადია, გამარჯვება ძალიან სურდათ. მათ გაიმარჯვეს კიდეც. მაგრამ ეს ისე აღნიშნეს, თითქოს პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე გავედით – სინამდვილეში, არაფერია აღსანიშნავი არ იყო. არც ის, რომ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კრიუშენკო ამდენი მარცხის შემდეგ წავიდა“ – ამბობს საკუთარ „იუთუბ-არხზე“ ნიკოლაი ხოდასევიჩი.
ნიკოლაი ხოდასევიჩის აზრით, წელი საქართველოს ნაკრებთან მომავალი მატჩის მოლოდინში გაილია: „შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა ცვლილებები ხდებოდა ჩვენს გუნდში: ტაქტიკური და სხვა კუთხით. დაპირებულ ტოტალურ გაახალგაზრდავებასაც ვერ მოვესწარით. ზოგადად, უცნაური წელი იყო -, თითქოს წვიმდა, მაგრამ ვიცით, რომ მზე გამოანათებს – ვგულისხმობ ერთა ლიგის ნახევარფინალს, რომელიც მარტში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გველის. ახლაც ასე ვზივართ და ველოდებით ამ საბედისწერო მატჩს. ესაა 2019 წელს ბელორუსის ეროვნული ნაკრების მთელი ისტორია”.