საქართველოს ნაკრების მეტოქემ რუსეთს 22 ქულა მოუგო
საქართველოს ნაკრების მეტოქემ რუსეთს 22 ქულა მოუგო

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ამხანაგური საკალათბურთო ტურნირი დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ისრაელის ნაკრები მონაწილეობს.

ამ გუნდმა რუსული ტურნირი ადგილობრივ ნაკრებთან მატჩით გახსნა და დიდი ანგარიშით მოიგო – 93:71 (29:13, 22:27, 24:18, 18:13).

ისრაელის ნაკრებში საუკეთესო იყო კოენი – 23 ქულა. ათქულიანი ზღვარი გადალახეს დიბარტოლომეომ (12) და სეგევმა (11). რუსების რიგებში 19 ქულა დააგროვა კულაგინმა. 14 ქულა ჰქონდა – შვედს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 13 სექტემბერს, სტუმრად შეხვდება ისრაელს, 16 ოქტომბერს კი შინ მიიღებს საბერძნეთს.

დატოვე კომენტარი