საქართველოს ნაკრების მეტოქე | უნგრეთის მწვრთნელმა ამხანაგური მატჩებისთვის რვა ახალწვეული გამოიძახა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე | უნგრეთის მწვრთნელმა ამხანაგური მატჩებისთვის რვა ახალწვეული გამოიძახა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე უნგრეთის ეროვნული გუნდი ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 5 ივნისს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ ფინეთს უმასპინძლებს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ დებრეცენის „ნაგიორდეის სტადიონზე“ ყაზახეთს დაუპირისპირდება.

უნგრელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ 29 ფეხბურთელი გამოიძახა, მათგან რვა ახალგაზრდული ნაკრების წევრია. სიაში ამჯერადაც მოხვდა ლა ლიგა 2-ის „ანდორას“ მეკარე არონ იააკობიშვილი, რომლის მიწვევაც საქართველოს ნაკრებსაც სურდა. გუნდი მზადებას 26 მაისს დაიწყებს, ხოლო პირველ ივნისს ტელკის საწვრთნელ ცენტრში გადაინაცვლებს.

„გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. მათთვის შესაძლებლობების დასამტკიცებლად შანსის მიცემა გვინდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის შეკრებაზე იქნებიან, რადგან ყველაფერი მათ თამაშზე იქნება დამოკიდებული“, – ამბობს როსი.