საქართველოს ნაკრების მეტოქე | სოლბაკენი ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობას 14 მარტს დაასახელებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე | სოლბაკენი ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობას 14 მარტს დაასახელებს #1TVSPORT

ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი სამშაბათს დაასახელებს შემადგენლობას, რომელიც ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებთან მატჩებისთვის მოემზადება.

ნორვეგიის ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 25 მარტს ესპანეთთან გასვლითი მატჩით იწყებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ბათუმის არენაზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი მედიას სამშაბათს, 14 მარტს ოსლოს „ულევაალის“ სტადიონზე შეხვდება და პრესკონფერენციაზე ამ ორი თამაშისათვის შერჩეულ მოთამაშეთა სიას წარადგენს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს ნორვეგიასთან 28 მარტს ჩაატარებს. მანამდე, 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთები გაყიდვის დაწყების დღესვე ამოიწურა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ბათუმში 20 ათასი მაყურებლის მხარდაჭერით ჩაატარებს.