საქართველოს ნაკრების მეტოქე | ევრო 2024-მდე ჩეხეთის ეროვნული გუნდიდან სამი გამოცდილი მოთამაშე მოკვეთეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე | ევრო 2024-მდე ჩეხეთის ეროვნული გუნდიდან სამი გამოცდილი მოთამაშე მოკვეთეს #1TVSPORT

ჩეხური მედიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ჩეხეთის ნაკრებს, დიდი ალბათობით, სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება. მიზეზი დისციპლინის დარღვევაა.

მოლდოვის ნაკრებთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩეხი ფეხბურთელები ვლადიმირ სოუფალი („ვესტ ჰემი“), იან კუხტა („სპარტა“) და იაკუბ ბრაბეკი (არის-ი) ღამის კლუბში ალკოჰოლის მიღებისას დააკავეს.

როგორც ცნობილი ხდება, ისინი ალკოჰოლს დილამდე მოიხმარდნენ და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჩეხეთის ნაკრების ხელმძღვანელებმა დისციპლინის დამრღვევები გუნდიდან გარიცხეს. მას შემდეგ ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა და მთავარ მწვრთნელს, ივან ჰაშეკს არცერთი მათგანი მიუწვევია.

სამივე ფეხბურთელი გამოცდილია და ჩეხეთის ეროვნულ გუნდში ბევრი მატჩი აქვს გამართული. ვლადიმირ სოუფალმა ნაკრებში 40 მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც იაკუბ ბრაბეკმა, ხოლო იან კუხტამ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.