საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგაზე | იოჟეფ საბოს თქმით, უკრაინის ეროვნულ გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინას დაცვაში პრობლემები აქვს, – ამის შესახებ იოჟეფ საბომ ისაუბრა.
ცნობილმა უკრაინელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კომენტარი შვედეთთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის მატჩამდე გააკეთა და უკრაინის ნაკრების უკანა ხაზში არსებული პრობლემები ახსენა.
„ჩემთვის ნაკრებში მხოლოდ ორი გვარი არსებობს – მიკოლენკო და ზაბარნი. ძნელი სათქმელია, ვინ იქნება ილიას პარტნიორი. მატვიენკო? დიახ, ის კაპიტანია, მაგრამ ჩემთვის ის ნულია ბურთის ართმევაში. „შახტარში“ მიკოლა მიჩვეულია ბურთით თამაშს, წინ კარგად მიიწევს და კარგ პირველ პასს აკეთებს. მაგრამ ერთი ერთზე თამაშის დროს ცენტრალური მცველის სტანდარტს არ შეესაბამება. თუმცა აქ ალტერნატივა ნამდვილად არ არსებობს.
ასევე პრობლემა გვაქვს მარჯვენა ფლანგზე. დისკვალიფიცირებული კონოპლია შეიძლება კარავაევმა ან ტიმჩიკმა ჩაანაცვლოს. ამ სიტუაციაში მე პირველს ვამჯობინებ მხოლოდ იმიტომ, რომ კარავაევს ასეთ მატჩებში მეტი გამოცდილება აქვს“, – განაცხადა საბომ უკრაინულ მედიასთან.
26 მარტს უკრაინის ეროვნული ნაკრები შვედეთთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებს. წყვილის გამარჯვებული 31 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში პოლონეთსა და ალბანეთს შორის უკეთეს გუნდს დაუპირისპირდება.