საქართველოს ნაკრების მეტოქე | დონტე დივინჩენცო მზადაა, ევრობასკეტზე იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში ითამაშოს #1TVSPORT
NEW YORK, NEW YORK - APRIL 03: Donte DiVincenzo #0 of the Minnesota Timberwolves drives to the basket during the second quarter against the Brooklyn Nets at Barclays Center on April 03, 2025 in New York City. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Dustin Satloff/Getty Images)
NBA-ის გუნდის, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ მოთამაშე დონტე დივინჩენცო მზადაა, საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს დაეხმაროს, – ინფორმაციას „გაზეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.
დივინჩეცო ამერიკის მოქალაქეა და ევროპის ჩემპიონატის წინ გარკვეულ პროცედურებს გაივლის, რის შემდეგაც იტალიის პასპორტს მიიღებს და ამ ქვეყნის ნაკრების რიგებში თამაშის უფლება ექნება.
28 წლის მოთამაშე „მინესოტასა“ და „ბრუკლინის“ მატჩის შემდეგ იტალიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჯანმარკო პოცეკოს შეხვდა.
„სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. გარკვეული დეტალებია და იმედი მაქვს, თამაშის უფლებას მალე მივიღებ. ჩემი სურვილია, იტალიის ეროვნული გუნდის მაისურით ვიასპარეზო“, – განაცხადა დივინჩენცომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფში, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ითამაშებს. ამ ნაკრებების გარდა, ჯგუფში საბერძნეთი, ესპანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კვიპროსი არიან.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და იტალიის შეხვედრა 30 აგვისტოს ჩატარდება.