საქართველოს ნაკრების მეტოქე - ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარეს ესპანეთში მხოლოდ კურტუა ასწრებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე - ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარეს ესპანეთში მხოლოდ კურტუა ასწრებს #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და „რაიო ვალეკანოს“ მეკარის შესახებ „მარკა“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.​ სტოლე დიმიტრიევსკი შესანიშნავ ფორმაშია, რაც მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიურპრიზად ითვლება.

ესპანური გამოცემა, ტრადიციულად „ზამორას“ ჯილდოს წლის საუკეთესო მეკარეს ანიჭებს, ამჟამინდელ რეიტინგში კი დიმიტრიევსკი მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას ჩამორჩება.

ჩრდილოეთ მაკედონიელ მეკარეს კარგი სტატისტიკა აქვს, 17 მატჩში 18 გოლი გაუშვა. ამ სტატისტიკის მიღმა 49 სეივი და ორი მოგერიებული პენალტია. ამას გარდა, დიმიტრიევსკიმ ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 5-მატჩიანი უგოლო სერია ჩაატარა.