საქართველოს ნაკრების მეთერთმეტე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე
საქართველოს ნაკრების მეთერთმეტე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე

პოლონეთის დედაქალაქში გამართულ მსოფლიო თასზე (Sabre De Wolodyjowski) ხმლით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზე გავიდა, იტყობინება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.

ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის გუნდი 45-41 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში გამართულ მსოფლიო თასზე, სადაც 27 ნაკრები მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია) დაამარცხა ბელგია 45-38, კოლუმბია 45-29 და დიდი ბრიტანეთი 45-41, ხოლო დამარცხდა რუმინეთთან 36-45 და უკრაინასთან 39-45.