საქართველოს ნაკრების ლეგიონერი მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლეგიონერმა, მარკის რიდმა „ტრაბზონსფორის“ რიგებში თურქეთის ჩემპიონატში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
სუპერლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში „ტრაბზონსფორმა“ „ქარშიაქა“ 89:79 დაამარცხა, ხოლო ამ შედეგში დიდი წვლილი რიდმა შეიტანა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 33 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა, ერთი პასი და ორი ჩაჭრა შესძინა გუნდს. რიდმა 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
ამერიკელმა მოთამაშემ საქართველოს ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩები დანიასთან თებერვალსა და მარტში გამართა.