საქართველოს ნაკრების კალათბურთელების დუელი ესპანეთში - მაკფადენმა ბურჯანაძის „ბეტისი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კალათბურთელების დუელი ესპანეთში - მაკფადენმა ბურჯანაძის „ბეტისი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთში საქართველოს ნაკრების კალათბურთელების დუელი შედგა – თად მაკფადენის „მურსიამ“ ბექა ბურჯანაძის „ბეტისს“ უმასპინძლა. შეხვედრა მურსიეთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 88:66.

სევილიელთა წინა მატჩის გმირმა ბექა ბურჯანაძემ 17 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

თად მაკფადენი კი მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა – 20. მან 24 წუთში 5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შეხვედრა 18 ქულით, 3 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.

გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ მსგავსად „მურსიასა“ და „ბეტისს“ ორი ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვთ. ბურჯანაძის გუნდი 26 სექტემბერს „მანრესას“ უმასპინძლებს, მაკფადენის „მურსია“ „ვალენსიას“ ეწვევა, ხოლო „ტენერიფე“ 25 სექტემბერს „ბილბაოს“ მიიღებს.