საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშეს 
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშეს 

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრები „დინამო არენაზე“ ავარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა.

„ჯვაროსნები“ შვეიცარიასთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ემზადებიან. სფფ-ს ცნობით, ეროვნულ გუნდში ამ დროისთვის გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა.

22 მარტს, ორივე ნაკრები ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. სფფ-მ ხვალინდელი დღის სრული განრიგი გამოაქვეყნა:

14:30 საათი – „დინამო არენას“ მედიაცენტრი – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია.

16:15 საათი – ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიის დასწრება საწყისი 15 წუთი).

17:30 საათი – „დინამო არენას“ მედიაცენტრი – შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ პეტკოვიჩის პრესკონფერენცია.

18:00 საათი -„დინამო არენა“ შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში (მედიის დასწრება საწყისი 15 წუთი)

საქართველო – შვეიცარიის მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით (tkt.ge) , აგრეთვე შეხვედრის მასპინძელი სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე შეძლებთ.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.