საქართველოს ნაკრების ექსმცველი - ამ გუნდით ვაისზე კვალიფიციური მწვრთნელი წარმატებისთვის იბრძოლებს
საქართველოს ნაკრების ექსმცველი - ამ გუნდით ვაისზე კვალიფიციური მწვრთნელი წარმატებისთვის იბრძოლებს

„საქართველოს ნაკრებში საინტერესო მოთამაშეები არიან, პლუს, ახალგაზრდულ ნაკრებშიც კარგი თაობა მოდის და მგონია, რომ ხვალ დღევანდელზე უკეთესი ნაკრები გვეყოლება“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, გიორგი შაშიაშვილმა განაცხადა.

41 წლის სპეციალისტმა, რომელიც ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელია. ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის საქმიანობა შეაფასა: „ვაისის ხელში გუნდი შეიკრა და უფრო ორგანიზებული გახდა. ვაისმა ბევრი კარგი რამ გააკეთა, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე წარმოაჩინა – ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, იგივე შენგელია. სამწუხაროა, რომ მთავარი მატჩი წააგო, მაგრამ ასეთია მწვრთნელის ბედი“.

შაშიაშვილი ამბობს, რომ 12 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჩრდილოეთ მაკედონიელებმა მხოლოდ ჩვენი ნაკრების მწვრთნელის შეცდომების გამო არ მოიგეს: „ჩრდილოეთ მაკედონიასთან კვარაცხელია ან ჩაკვეტაძე რომ გვყოლოდა, აუცილებლად მოვიგებდით, ორივეს რომ ეთამაშა, შანსი არ ექნებოდათ. ეს აშკარა უიღბლობა იყო“.

შაშიაშვილი ამბობს, რომ ნაკრებში მომავალს ხედავს: „ჩემი აზრით, ვაისმა ნაკრებს ისეთი საფუძველი ჩაუყარა, ოდნავ უფრო კვალიფიციური მწვრთნელი თუ ჩამოვა, ამ გუნდს უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და წარმატებისთვის იბრძოლებს. ჩვენს ნაკრებში საინტერესო თაობა წამოვიდა – ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი. ამ შეხვედრებში გამოცდილებაც შევიძინეთ და ეს მე მაიმედებს“.