საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის უცნობი ისტორია - სანიოლი ზიდანს ორი წელი არ ელაპარაკებოდა
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის უცნობი ისტორია - სანიოლი ზიდანს ორი წელი არ ელაპარაკებოდა

ვილი სანიოლი, რომელიც 15 თებერვალს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, ზინედინ ზიდანთან ერთად საფრანგეთის ლეგენდარულ ნაკრებში თამაშობდა, რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა. თუმცა, „ჯვაროსნების“ ახალი მწვრთნელი ზინედინ ზიდანს ორი წელი არ ელაპარაკებოდა, რისი მიზეზიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზიდანის საქციელი გახდა.

გულშემატკივრების მეხსიერებაში ერთი შემთხვევა სამუდამოდ დარჩება, რაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხდა. საფრანგეთი იტალიას ხვდებოდა და ყველა ელოდა, რომ ზიდანი საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგ გამარჯვებამდე მიიყვანა, მაგრამ იტალიელმა მცველმა, მარკო მატერაციმ წყობიდან გამოიყვანა – ზიდანმა იტალიელს თავი დაარტყა. მას რამდენიმე წამში მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა, საფრანგეთი კი პენალტების სერიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

„ვილი სანიოლი თანაგუნდელზე იმდენად გაბრაზდა, რომ გასახდელში მატჩის დასრულების შემდეგ მასთან საუბარზე არ ისურვა და 2008 წლამდე არ ელაპარაკებოდა“, – წერდა გამოცემა technosports.co.in. ეს წლების შემდეგ სანიოლმა რადიო Montecarlo-სთან ინტერვიუში თავად დაადასტურა.

„თამაშის შემდეგ გასახდელში ზიდანმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მისი ბოდიში მე არ მივიღე. მასთან საუბარიც არ მსურდა. ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი, რადგან ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ამის შემდეგ ორი წელი აღარ ველაპარაკობოდი. ყველაფერი 2008 წელს შეიცვალა, როდესაც დავოჯახდი. ჩემმა მეუღლემ მთხოვა, რომ ზიზუ დამეპატიჟა. მე მას დავურეკე, დილით ერთად ვისაუზმეთ და თბილად დავილაპარაკეთ. ჩვენი კონფლიქტი ამით დასრულდა“, – ამბობს სანიოლი.