საქართველოს ნაკრების 13 ძიუდოისტი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT

11:01, 06.10.2021

იტალიის ქალაქ ოლბიაში დღეს სტარტს აიღებს ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი სამი ძიუდოისტით წარდგება.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი და შაქრო შათირიშვილი იასპარეზებენ, 52 კგ-ში კი მარიამ ლაფაჩიშვილი გამოვა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი

81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ – ნიკა ხარაზიშვილი; ლაშა მღებრიშვილი

100 კგ – ილია სულამანიძე; მიხეილ ჯაფარიძე

+100 კგ – საბა ინანეიშვილი; ირაკლი დემეტრაშვილი

52 კგ – მარიამ ლაფაჩიშვილი; რეგინა უთნელიშვილი

57 კგ – ნინო ლოლაძე

63 კგ – ინდირა სილაგაძე

მსგავსი